ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სსს "საქართველოს ბანკის" SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის ასისტენტისპოზიციაზე თბილისში
ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
ახლა იწყებ სამუშაო კარიერას, ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი;
გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათი დახმარება
გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
გაეცნო SOLO ლაუნჯში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ არასაბანკო პროდუქტებს;
კონსულტაცია და პრემიუმ ხარისხის მომსახურება გაუწიო SOLO მომხმარებლებს;
იზრუნო SOLO ლაუნჯის ინტერიერისა და ინვენტარის მუდმივ მონიტორინგზე.
ჩაერთო ბუტიკის ექსკლუზიური ნივთების გაყიდვის პროცესში
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00) და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1180 ლარი) + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
უფასო სოლო პაკეტი
დაზღვევის უფასო პაკეტი
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 6 თვიანი გამოცდილება მომსახურების, საბანკო სექტორის ან გაყიდვების მიმართულებით.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
ენების ცოდნა: აუცილებელი - ინგლისური ენა; სასურველი - რუსული ენა (ვერბალური უნარები);
გახდი საქართველოს ბანკის გუნდი ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 31 აგვისტო, 2026

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.