ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.
სს ,,საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას SME საკრედიტო ანალიტიკოსისპოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;
პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;
ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;
კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება, ფინანსირების სწორი სტრუქტურირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეკომენდება;
საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
საკრედიტო რისკების დროული აღმოჩენა და რეაგირება;
პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება: ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა.
სამუშაო გამოცდილება:
ბანკში, აუდიტში ან ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ძირითადი ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები –აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.
გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი, აღმოაჩინე და განავითარე შენი პოტენციალი, არასდროს რომ არ გაჩერდე!
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 3 სექტემბრის ჩათვლით!

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.