სს „საქართველოს ბანკის“ SME მიმართულება აცხადებს ვაკანსიას Reporting Manager- ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
მონაცემთა დიდ ბაზებთან მუშაობა და სხვადასხვა სახის რეპორტების აწყობა/მომზადება;
არსებული რეპორტების კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესება/ავტომატიზაცია;
რეპორტინგის პროცესების სტანდარტიზაცია, ერთიანი ლოგიკისა და მონაცემთა სისწორის დაცვა;
სხვადასხვა მონაცემების მოძიებაში ჩართულობა, ახალი საჭიროებების იდენტიფიცირება რეპორტინგის მიმართულებით და შემდგომი იმპლემენტაცია;
რეპორტინგის მოთხოვნების პრიორიტეტიზაცია შესაბამის მიმართულებებთან ერთად და შესრულების ვადების მართვა;
რეპორტების/დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ პლატფორმის გამოყენებით, მათი პერიოდული გადახედვა და მონიტორინგი;
რეპორტებში ასახული მონაცემების საფუძველზე ძირითადი ტენდენციებისა და საყურადღებო გადახრების გამოკვეთა;
რეპორტების მოკლე კომენტარებით/მიგნებებით გამდიდრება დაინტერესებული მხარეებისთვის.
განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: რეპორტინგის მიმართულებით, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
Power BI-ში რეპორტების/დეშბორდების შექმნის გამოცდილება;
SQL-ის (PL/SQL) პრაქტიკული ცოდნა;
დამოუკიდებლად მუშაობისა და პარალელური ამოცანების მართვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემების სიზუსტეზე მაღალი პასუხისმგებლობა;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 აგვისტო, 2026.

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.