JSC Credo Bank

IT აუდიტორი

JSC Credo Bank  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  42 minutes ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: IT აუდიტორი

სამუშაო ადგილიი: თბილისი, სათაო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდი დანიწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების,სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • IT აუდიტის განხორციელება ინფორმაციული ტექნოლოგიების კონტროლების, კიბერუსაფრთხოების ზომების და შიდა თუ რეგულატორული მოთხოვნების შესაბამისობის შესაფასებლად.
  • IT სისტემების, აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის შეფასება უსაფრთხოების რისკებისა და ოპერაციული საფრთხეების დასადგენად.
  • IT მმართველობის, მონაცემთა მთლიანობის და კატასტროფის აღდგენის პროცესების ანალიზი.
  • IT პოლიტიკების, პროცედურებისა და უსაფრთხოების ჩარჩოების გადახედვა საუკეთესო პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან (ISO 27001, NIST, COBIT და სხვ.) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტის პროექტების ფარგლებში IT რისკების და კონტროლების შეფასება.
  • IT-სთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პროცესის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.
  • ციფრული საბანკო მომსახურების, საბაზისო საბანკო სისტემებისა და IT პროექტების აუდიტში მონაწილეობა.
  • IT და უსაფრთხოების გუნდებთან თანამშრომლობა ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად.
  • აუდიტის შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისა და აუდიტის კომიტეტისათვის.
  • გარე / შიდა აუდიტის მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე და მათზე შემუშავებული სამოქმედო გეგმების პერიოდული მონიტორინგი და ანგარიშგება

სავალდებულო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კიბერუსაფრთხოებაში ან მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • 2-3 წლიანი გამოცდილება IT აუდიტის, IT რისკების მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების ან მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • IT კონტროლების, კიბერუსაფრთხოების ჩარჩოების (ISO 27001, NIST, COBIT და სხვ.) და რისკის შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა.
  • IT ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ბაზების, ქსელებისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • სასურველია საბანკო სისტემებთან, ციფრულ ბანკინგთან ან ფინანსურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.
  • პროფესიული სერტიფიკატები, როგორიცაა ISO 27001 LA/LI, CISA, CRISC ფლობა ან სერტიფიცირების სურვილი უმოკლეს ვადაში.
  • მონაცემთა ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა აუდიტისთვის (მაგალითად, SQL, Python, ACL, Power BI).
  • კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარები ქართულ და ინგლისურ (სასურველია) ენებზე.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 7 აპრილი, 2025 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

#გახდიკრედოელი

JSC Credo Bank

About JSC Credo Bank

Industry
Unknown
Company Size
Unknown
Headquarters
Unknown
Year Founded
Unknown
Social Media