TBC

IT ბიზნეს პარტნიორი

TBC  •  Georgia (Onsite)  •  6 days ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

ამ პროცესში IT ბიზნეს პარტნიორი არის ერთგვარი ხიდი ბიზნესსა და ტექნოლოგიურ გუნდებს შორის: ის უზრუნველყოფს, რომ მინიჭებულ ბიზნეს სეგმენტს ჰქონდეს გამართული ტექნოლოგიური გარემო, სწრაფი მხარდაჭერა და სანდო პარტნიორი, რომელიც მათ ბიზნეს ენაზე ესაუბრება.

სამუშაოს აღწერილობა

შენ, როგორც IT ბიზნეს პარტნიორი, უზრუნველყოფ მინიჭებული ბიზნეს სეგმენტის სრულ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას - საუბრობ მათ ბიზნეს ენაზე, აანალიზებ მათ საჭიროებებს და თარგმნი მათ ტექნიკურ გადაწყვეტებში. შენ ხარ პირველი წერტილი, ვისაც სეგმენტი მიმართავს ნებისმიერი ტექნოლოგიური საკითხის გადასაჭრელად, და ამავდროულად ის ხიდი, რომელიც აერთიანებს ბიზნეს მოთხოვნებსა და IT გუნდების შესაძლებლობებს.

ძირითადიმოვალეობები

ბიზნესსეგმენტთანპარტნიორობა

შენ, როგორც IT ბიზნეს პარტნიორი, უზრუნველყოფ:

  • მინიჭებული სეგმენტის თანამშრომლების ყოველდღიურ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას - ადგილზე ვიზიტებით, დისტანციური დახმარებით ან შესაბამისი გუნდისთვის გადამისამართებით
  • ბიზნეს მოთხოვნების ანალიზს და მათ თარგმნას ტექნიკურ ამოცანებში
  • Მინიჭებული სეგმენტის წევრების პრიორიტეტული მხარდაჭერით: პრობლემის პორტალზე დაფიქსირებას, დეტალურ ანალიზს, მოგვარებას და სრული რეზოლუშენის დოკუმენტირებას
  • რეგულარულ კომუნიკაციას სეგმენტთან მათი ტექნოლოგიური საჭიროებების გასაგებად
  • ონბორდინგისა და ოფბორდინგის სრული ციკლის მართვას — ტექნიკისა და წვდომების წინასწარი მომზადებიდან წასული თანამშრომლების ინფორმაციის ბექაფირებამდე შესაბამისი გუნდების ჩართულობით
  • ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვას - ყველა ამოცანის დაფიქსირებას, მონიტორინგის დეშბორდის კონტროლს და გლობალური პრობლემების დროულ ამოცნობას

ინფრასტრუქტურისადატექნიკისმართვა

შენ, როგორც IT ბიზნეს პარტნიორი, უზრუნველყოფ:

  • შეხვედრის ოთახების რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას
  • პრინტერების მონიტორინგს, კარტრიჯების მართვას და სერვისის მომწოდებლებთან კომუნიკაციას

კვალიფიკაცია

ტექნიკურიუნარებიდაგამოცდილება

  • IT მხარდაჭერის სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება
  • პირველი და მეორე დონის მხარდაჭერის პროცესების მართვის გამოცდილება
  • სისტემების ადმინისტრირების კომპეტენცია (Windows, macOS, Linux)
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ცოდნა და დიაგნოსტიკა (TCP/IP, DNS, DHCP, VPN)
  • სერვერებისა და სამუშაო სადგურების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა
  • ტექნიკური აღჭურვილობის მხარდაჭერა (ლეპტოპები, პრინტერები, სკანერები)
  • მონიტორინგისა და ინციდენტების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა

პიროვნულიმახასიათებლები

  • ბიზნეს და ტექნიკურ მხარეებს შორის შუამავლის უნარი - ერთიდან მეორეზე "თარგმნის" შესაძლებლობა
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და სერვისულობა
  • პროაქტიულობა - პრობლემების შემჩნევა მათ ესკალაციამდე
  • კლიენტებთან და მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების სურვილი

კარგიიქნება, თუგექნება

  • ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • საერთაშორისო სერტიფიკატები (CompTIA A+, Network+, Microsoft Certified Professional ან მსგავსი)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • ტექნიკის შეკვეთებისა და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media