TBC

Employee Technology Experience Project Manager

TBC  •  Georgia (Onsite)  •  5 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის Technology Awards 2026-ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

  • Employee Technology Experience პროექტების სრული ციკლით მართვა: სკოუპი, გეგმა, რისკები, დამოკიდებულებები, სტატუსი და დახურვა;
  • დანერგვის ეტაპების (deployment waves) კოორდინაცია მხარდაჭერის, საინჟინრო და ბიზნეს გუნდებთან, გაშვების თარიღით, კომუნიკაციის და rollback გეგმით.
  • ახალი სერვისებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ოპერაციებში გადაცემის (service transition) უზრუნველყოფა: ინსტრუქციები, ტრენინგი, ესკალაციის გზა და მხარდაჭერის გუნდების მზადყოფნა go-live-მდე;
  • IT მხარდაჭერასთან დაკავშირებული შემოსული მოთხოვნების ტრიაჟი, კლასიფიკაცია (პროექტი, გაუმჯობესება, პრობლემა, ოპერაციული სამუშაო) და სწორ გუნდზე გადანაწილება;
  • ბექლოგის პრიორიტეტიზაცია განყოფილების მოდელით, გუნდების დატვირთვისა და WIP ლიმიტების დაცვა;
  • უწყვეტი გაუმჯობესების (CSI) რეესტრის მართვა
  • ინციდენტების/თიქეთების მონაცემების ანალიზი, განმეორებადი მომართვების მიზეზების გამოვლენა გუნდის ჩართულობით და მათი გადაქცევა პრობლემის ჩანაწერებად, გადაწყვეტებად ან სასწავლო მასალად.
  • RCA-დან გამომდინარე მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების კონტროლი და ინციდენტების ტრენდის შემცირების დადასტურება;
  • IT მხარდაჭერის პროცესების (ინციდენტების, მოთხოვნებისა და ესკალაციების მართვა, გუნდებს შორის გადაცემა) ანალიზი, ხარვეზებისა და ზედმეტი ნაბიჯების გამოვლენა და პროცესების გაუმჯობესება (ოპტიმიზაცია) გაზომვადი შედეგით;
  • AI და ავტომატიზაციის ინიციატივების კოორდინაცია მხარდაჭერაში: თვითმომსახურების ასისტენტი, მიმართვების ავტომატური კლასიფიკაცია, განმეორებადი ოპერაციების ავტომატიზაცია;
  • IT მხარდაჭერის რეპორტინგი: მიმართვების მოცულობა, გადაწყვეტის დრო, საკითხების SLA, განმეორებადი ინციდენტები, თანამშრომლის კმაყოფილება, პროექტების პროგრესი;
  • Employee Technology Experience Project Lead-ის მხარდაჭერა, სტატუსის ანგარიშების მომზადება და მისი ჩანაცვლება IT მხარდაჭერის საკითხებზე.

კვალიფიკაცია

  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება IT სფეროში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი IT Support / IT Service Desk / End-User Support ან ანალოგიურ პოზიციაზე;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება IT პროექტების მართვაში ან კოორდინაციაში, რამდენიმე გუნდის ჩართულობით;
  • IT სერვისების მართვის პროცესების ცოდნა (ინციდენტი, მოთხოვნა, პრობლემა, ცვლილება, ცოდნის მართვა, უწყვეტი გაუმჯობესება), ITIL 4 ან სხვა შესაბამისი პრაქტიკა;
  • სამუშაო მართვის / ITSM ინსტრუმენტებში ბორდების, ფილტრების, დეშბორდების აწყობის გამოცდილება;
  • მონაცემების ანალიზისა და მარტივი, გასაგები რეპორტების შექმნის უნარი;
  • Windows და macOS მოწყობილობების, ღრუბლოვანი, identity და მოწყობილობების მართვის ზოგადი ტექნიკური ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (წერითი და ზეპირი);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პრიორიტეტების მართვისა და პირდაპირი, სტრუქტურირებული კომუნიკაციის უნარი;
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

დამატებითი ინფორმაცია

უპირატესობა:

  • პროექტების მართვის სერტიფიკატი (CAPM, PMP, PRINCE2) ან ITIL 4 Foundation;
  • DEX / XLA მეტრიკებთან ან თანამშრომლის გამოცდილების გაზომვასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო ან სხვა რეგულირებად სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ცოდნის ბაზის ან თვითმომსახურების პორტალის აწყობის გამოცდილება;
  • რეპორტინგის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media