DevOps სასწავლო კურსი იმერეთის რეგიონში Credo Academy სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს მასშტაბურ პროექტს რეგიონების გასაძლიერებლად და აცხადებს DevOps Practitioner-ის კურსს სრულიად უფასოდ.
აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ცხოვრობს იმერეთის რეგიონში და სურს დაეუფლოს მომავლის პროფესიას, დარჩეს საკუთარ რეგიონში და დასაქმდეს სასურველ ორგანიზაციაში, დისტანციურად.
შერჩეული კანდიდატების სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.
DevOps Practitioner-ს სასწავლო პროგრამა შედგება 80 სალექციო საათისგან, რომლებიც ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ადგილზე ასევე დისტანციურად
კურსის მონაწილე შეისწავლის DevOps-ის პრინციპებს, კონტეინერულ არქიტექტურას, Kubernetes პლატფორმასთან სამუშაო საჭირო ცოდნასა და სხვადასხვა ხელსაწყოს აპლიკაციის და პროცესების ავტომატიზაციის მიზნით.
მონაწილე კურსის დამთავრების შემდგომ შეძლებს Development გუნდში და პროექტში სრულფასოვნად ჩართვას და ინტეგრაციას.
აღნიშნული კურსის გავლის შესაძლებლობა ექნება:
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
დაიტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია
კურსზე მისაღები კანდიდატების რაოდენობა შეზღუდულია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.