საქართველოს ბანკის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლის გამოცდილების მკვლევრის (Customer Journey Researcher) პოზიციაზე.
ეს პოზიცია საკვანძო როლს ასრულებს ბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება მომხმარებლის ქცევის, საჭიროებებისა და მოლოდინების სიღრმისეული შესწავლა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. თქვენ მიერ ჩატარებული კვლევები და იდენტიფიცირებული მიგნებები პირდაპირ აისახება სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.
რას გააკეთებს Customer Journey Researcher-ი:
თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და სრულფასოვანი განხორციელება;
კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარები, ფოკუს ჯგუფების სცენარები, ინტერვიუს გაიდები) მომზადება;
მომხმარებლის გამოცდილების კვლევა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;
სამიზნე აუდიტორიის სეგმენტებისა და „იუზერ პერსონების“ ანალიზი;
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირება და სტრუქტურირება;
მომხმარებლის გამოცდილებაში არსებული პრობლემური წერტილების (pain points) დადგენა და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
Customer Journey Manager-თან მჭიდრო თანამშრომლობა კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისა და შესაბამისი სტრატეგიული ნაბიჯების დასაგეგმად;
კვლევის შედეგების პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის.
Customer Journey Researcher -ისთვის მნიშვნელოვანია:
უმაღლესი განათლება (სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში);
კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება (როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი);
ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური);
MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ადამიანების ქცევასა და ემოციებზე დაკვირვების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და ინტერვიუს წარმართვის უნარები;
რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
კვლევით ან მარკეტინგულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
კვლევის ინსტრუმენტების (მაგ., SurveyMonkey, Typeform) ცოდნა;
საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 აგვისტო, 2026.

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.