Bank of Georgia

არარეზიდენტი SOLO კლიენტების ბანკირი - თბილისი

Bank of Georgia  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  3 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას არარეზიდენტი SOLO კლიენტების ბანკირის პოზიციაზე თბილისში.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:

  • ჩაერთო პორტფელში არსებული არარეზიდენტი SOLO მომხმარებლების საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებებზე არსებული მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და ანალიზის პროცესში;
  • გაუწიო კონსულტაცია არარეზიდენტ SOLO მომხმარებლებს, შესთავაზო მათ SOLO პროდუქტები და მომსახურება დადგენილი საჭიროებებისა და მიზნების შესაბამისად;
  • აწარმოო და პერიოდულად განაახლო საკუთარ პორტფელში არსებული SOLO მომხმარებლების მონაცემთა ბაზა;
  • განავითარო არარეზიდენტი SOLO მომხმარებლების პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად;
  • აწარმოო პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ქართული – თავისუფლად; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
  • გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდი ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 ოქტომბერი, 2026.

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media