
ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.
სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ქსელის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური SOLO გაყიდვების და მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიცია მოიაზრებს ოფისიდან მუშაობას, ხოლო პორცესი მიმდინარეობს - დისტანციურად.
ძირითადი ფუნქციები:
არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია SOLO პაკეტების (SOLOX, SOLO Premium, SOLO Club) შეთავაზების მიზნით;
ონლაინ არხებიდან მიღებული ლიდების/მოთხოვნების დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი გადამისამართება შესაბამის მიმართულებაში;
მომხმარებლის შენარჩუნებაზე ორიენტირებული კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული პაკეტის შეთავაზება;
მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების გაზიარება;
აუცილებელი ცოდნა, უნარები:
მომხმარებელზე ორიენტირებულობა და დახმარების მზაობა
ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი
პრობლემური სიტუაციების მართვისა და სწორი გადამისამართების უნარი
მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
სასურველი ცოდნა: ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებსა და მომსახურებაში
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 სექტემბერი, 2026.

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.