სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას უმცროსი SOLO ბანკირისპოზიციაზე თბილისში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:
უზრუნველყო SOLO მომხმარებლების მხარდაჭერა მომსახურების პროცესში;
უზრუნველყო SOLO მომხმარებლების სრული საბანკო (როგორც საკრედიტო, ასევე საოპერაციო) მომსახურების გაწევა: ინფორმაციის მიწოდება მის ანგარიშებთან დაკავშირებით; კონსულტაცია საბანკო პროდუქტებთან / მომსახურებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
წარმართო საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, შევსება, ფაილინგი.
აწარმოო პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია 1 წლიანი საბანკო გამოცდილება საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;
ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოსაცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 31 აგვისტო, 2026

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.