TBC

უფროსი ბიზნეს ბანკირი - Medium სეგმენტის მომსახურების განყოფილება

TBC  •  Georgia (Onsite)  •  6 days ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

Medium სეგმენტის მომსახურების განყოფილებაში, ვეძებთ - უფროს ბიზნეს ბანკირს.

რას გააკეთებ?

  • მართავ და განავითარებ ბიზნეს კლიენტების პორტფელს;
  • შეისწავლი კლიენტების საქმიანობას, ფინანსურ საჭიროებებსა და ბაზრის ტენდენციებს და მოამზადებ მათზე მორგებულ საბანკო შეთავაზებებს;
  • უზრუნველყოფ კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის, დროული და ეფექტური მომსახურების მიწოდებას;
  • აქტიურად ითანამშრომლებ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან და იზრუნებ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე;
  • კლიენტებისთვის იქნები ფინანსური პარტნიორი და მრჩეველი საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართულებით;
  • მოამზადებ ფინანსურ ანალიზს, საკრედიტო წინადადებებსა და პროექტებს შესაბამის კომიტეტებზე წარსადგენად;
  • განახორციელებ კლიენტებთან შეხვედრებსა და საქმიან ვიზიტებს;
  • იზრუნებ პორტფელის ხარისხის, მომგებიანობისა და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფაზე;
  • იმუშავებ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელის ზრდასა და კლიენტური ბაზის გაფართოებაზე.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის გამოცდილება;
  • გაქვს გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • გაქვს ფინანსური ანალიზისა და ბიზნეს საჭიროებების შეფასების გამოცდილება;
  • ხარ პროაქტიური და შედეგზე ორიენტირებული;
  • შეგიძლია რამდენიმე პროცესის პარალელურად ეფექტურად მართვა;
  • გაქვს გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
  • ეფექტურად მუშაობ დინამიკურ გარემოში.

კვალიფიკაცია

  • ბიზნეს/კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პორტფელის მართვის გამოცდილება;
  • ფინანსური ანალიზისა და საკრედიტო პროექტების მომზადების გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media