TBC

ვიცე-პრეზიდენტი - კაპიტალის ბაზრის განყოფილება (DCM)

TBC  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  1 day ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიეტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალვუზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.ის ბაზრების სერვისებს. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას

სამუშაოს აღწერილობა

DCM მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენს კომპანიის მთავარ საკონტაქტო პირს სტრატეგიულ კლიენტებთან და პასუხისმგებელია გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

პოზიცია მოიცავს კლიენტების საჭიროებების სიღრმისეულ გაგებას და მათთვის შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზებას, ბაზრის ტენდენციებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ვიცე-პრეზიდენტი აქტიურად მართავს ურთიერთობებს ინსტიტუციურ ინვესტორებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და სხვა საკვანძო მხარეებთან, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას და კლიენტების გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებას.

როლში მნიშვნელოვანი ფოკუსია ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება, კლიენტებთან კომუნიკაციის პროაქტიული მართვა და კომპანიის პოზიციონირება, როგორც სანდო და წამყვანი პარტნიორი კაპიტალის ბაზრებზე.

ვიცე-პრეზიდენტი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს შიდა გუნდებთან და მენეჯმენტთან, რათა უზრუნველყოს კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიწოდება და ბიზნესის სტრატეგიული ზრდა.

მთავარი ფუნქციები

  • სტრატეგიული კლიენტებთან (კორპორაციები, ფინანსური ინსტიტუტები, ინსტიტუციური ინვესტორები) გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება
  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთვის ოპტიმალური ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება, ბაზრის კონტექსტის გათვალისწინებით
  • კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ბაზრის ტენდენციებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გაზიარება
  • ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული პორტფელის გაფართოება, DCM მიმართულებით ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა
  • მენეჯმენტთან თანამშრომლობა სტრატეგიული კლიენტების მიმართულებით და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაში
  • კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმართვა, მათთვის შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების პრეზენტაცია
  • თიბისი კაპიტალის წარმომადგენლობა კლიენტებთან, ინვესტორებთან და ბაზრის სხვადასხვა ღონისძიებებზე
  • საერთაშორისო და ლოკალურ პარტნიორებთან (საინვესტიციო ბანკები, ფონდები, ინსტიტუციური ინვესტორები) ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება
  • კაპიტალის ბაზრების მიმართულებით კომპანიის პოზიციონირების გაძლიერება, მათ შორის ღონისძიებებისა და კონფერენციების ინიცირება/ორგანიზება

კვალიფიკაცია

  • მაგისტრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნესში, ეკონომიკაში ან შესაბამის სფეროში.
  • მინიმუმ 5-10 წლიანი გამოცდილება კაპიტალის ბაზრებში, საინვესტიციო ან/და კორპორატიულ საბანკო საქმიანობაში.
  • სასურველია ობლიგაციების გამოშვების და სხვა ტრანზაქციების განხორციელების წარმატებული გამოცდილება.
    უნარები:
  • ფინანსური მოდელირების ცოდნა
  • საკრედიტო ანალიზის ცოდნა
  • სავალო ბაზრის ტენდენციების სიღრმისეული ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
    პიროვნული თვისებები:
  • კლიენტებთან მუშაობის უნარები, ინსტიტუციური ინვესტორებისა და კორპორატიული კლიენტების მართვის გამოცდილებით.
  • დემონსტრირებული ლიდერული უნარები, ახალგაზრდა გუნდის წევრების მართვისა და მენტორობის გამოცდილებით.
  • გამორჩეული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
  • სწრაფად ცვალებად და სტრესულ გარემოში წარმატებით მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media