თუ გაინტერესებთ ტექნოლოგიები და ამავდროულად ეძებთ შესაძლებლობას განავითაროთ თქვენი პროფესიული უნარები გაყიდვების მიმართულებით მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
Signify-ს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და გაყიდვებში გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ტექნოლოგიები და კარგად გამოსდის ხალხთან კომუნიკაცია.
Signify არის ელექტრონული ხელმოწერების ქლაუდ პლატფორმა, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს კონტრაქტინგის პროცესის გაციფრულებაში.
· გამავალი ზარების განხორციელება, შეხვედრების ორგანიზების მიზნით;
· შემოსულ ლიდებთან კომუნიკაცია და მათთან შეხვედის ორგანიზება;
· განხორციელებული საქმიანობის რეპორტინგი.
· რომელსაც კარგად გამოსდის ე.წ. Cold call ები;
· რომელსაც შეუძლია სოციალური ქსელებით (LinkedIn) და მეილით ეფექტური კომუნიკაცია;
· რომელსაც აქვს თუნდაც მცირედი გამოცდილება გაყიდვებში
რას გთავაზობთ?
· ფიქსირებული ანაზღაურება;
· ზრდის და განვითარების შესაძლებლობას;
· მეგობრული გარემო;
· კორპორატიული დაზღვევა;
· ულიმიტო სასაუბრო.
როგორი გამოიყურება ერთი სამუშაო დღე?
დასაქმებულის მთავარი ამოცანა იქნება პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია, მათი ინფორმირება Signify -ს პროდუქტთან დაკავშირებით და შეხვედრის ორგანიზება. კომუნიკაცია იქნება როგორც ქოლდ ქლინგის და ლინკედინის საშუალებით, ასევე შემომავალ ლიდებთან. დღის განმავლობაში დასაქმებულს გასახორციელებელი ექნება 50-60 ზარი პოტენციურ კლიენტთან და მისი მუშაობის ხარისხი შეფასდება ჩანიშნული შეხვედრების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით.
