Bank of Georgia

მონაცემთა ანალიტიკოსი

Bank of Georgia  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  2 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

ჩვენ, საქართველოს ბანკში, გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.

სს „საქართველოს ბანკის" მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გარემო:

გუნდი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე და ხელს უწყობს მონაცემების საფუძველზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი მიზანია, დავამუშავოთ, გავაანალიზოთ და ვიზუალურად წარმოვადგინოთ მონაცემები ისე, რომ ბიზნესს მივაწოდოთ ღირებული ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ ანალიტიკური პროდუქტების შექმნისა და მათი ავტომატიზაციის პროცესს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია
  • ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და ავტომატიზაცია
  • დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა, გაწმენდა და სტრუქტურირება
  • სხვადასხვა წყაროებიდან ცვლადების გენერაცია და შეფასება
  • მონაცემების საფუძველზე მიგნებების კეთება და მათი ბიზნესთან პრეზენტირება
  • თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდების წევრებთან(მარკეტინგი, პროდუქტები, გაყიდვები და სხვ.)
  • AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტების შექმნა და დანერგვა განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის(prompt-ები, custom instructions, Skills, აგენტები)

ცოდნა და უნარები:

  • მონაცემთა ანალიტიკის, ტრანსფორმაციისა და ვიზუალიზაციის მეთოდები
  • სტატისტიკის საფუძვლები
  • Python (PySpark-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • SQL
  • Power BI-ის ან სხვა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები
  • ინგლისური ენა –B2 დონეზე
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • AI ასისტენტების(მაგ. Claude) დამოუკიდებლად და ეფექტურად გამოყენების გამოცდილება ანალიტიკურ ამოცანებში
  • ხარისხიანი კონტექსტისა და შეკითხვის(prompt) ფორმულირების უნარი — სწორი მიმართულების, შეზღუდვებისა და მოლოდინების განსაზღვრა
  • AI-ზე დაფუძნებული მარტივი ავტომატიზაციების აწყობის უნარი(prompt-ები, custom instructions, Skills, აგენტები)

სამუშაო გამოცდილება:

სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. გამოცდილება საფინანსო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

განათლება:

უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შემდეგ დარგში: მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა ან სხვა მონათესავე მიმართულება.

გელოდებით, მოგვიყევი შენს შესახებ!

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 9 დეკემბერი 2026 წელი.

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media