Bank of Georgia

მონაცემთა მეცნიერი

Bank of Georgia  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  2 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში, რეკომენდერის კლასტერში, ვეძებთ მონაცემთა მეცნიერს.

შენ ჩართული იქნები სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტისთვის რეკომენდაციების სისტემებზე დაფუძნებული მაღალი ღირებულების მომტანი პროდუქტების განვითარებაში. იმუშავებ კროსფუნქციურ, ეჯაილ გუნდში მონაცემთა მეცნიერებთან, ანალიტიკოსებთან, ინჟინერებთან და ანალიტიკური პროექტების ლიდებთან ერთად.

ამ პოზიციაზე მუშაობისას დაგჭირდება:

  • სტატისტიკური და მანქანური დასწავლის მოდელების შემუშავება-დანერგვა;
  • მონაცემების მოგროვება, დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია;
  • პროცესების ავტომატიზაცია.
  • მონაცემების საფუძველზე მიგნებების კეთება და მათი ბიზნესთან პრეზენტირება
  • თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდებთან (მარკეტინგი, პროდუქტები, გაყიდვები და სხვ.)
  • AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტების შექმნა და დანერგვა განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის (prompt-ები, custom instructions, Skills, აგენტები)

აქტიურად მოგიწევს შემდეგი უნარების გამოყენება:

  • სტატისტიკა და მანქანური დასწავლის მეთოდები (მაღალ დონეზე);
  • პროგრამული ენები: Python, SQL;
  • დიდ მონაცემთა ტექნოლოგიები: Spark;
  • AI ასისტენტების (მაგ. Claude) ანალიტიკურ ამოცანებში დამოუკიდებლად და ეფექტურად გამოყენების უნარები
  • ხარისხიანი კონტექსტისა და შეკითხვის (prompt) ფორმულირების უნარი — სწორი მიმართულების, შეზღუდვებისა და მოლოდინების განსაზღვრა
  • ინგლისური ენა (B2);
  • გუნდური მუშაობა და მენტორობის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ასევე უნდა გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება (მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა ან სხვა მონათესავე დარგი);
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერების / მანქანური დასწავლის მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს;
  • დისტანციურ სამუშაო დღეებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

გელოდებით, მოგვიყევი შენზე.

გამოხმაურებას ველოდებით 9 დეკემბრამდე.

გისურვებთ წარმატებას !

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media