Bank of Georgia

საკრედიტო აქტივების უმცროსი მენეჯერი - ბათუმი

Bank of Georgia  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  2 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საკრედიტო აქტივებისა და საინვესტიციო ქონების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო აქტივების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

· ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან კომპანიის დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.

· საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასა და პრობლემების ანალიზთან დაკავშირებული ყოველდღიური რეპორტინგის უზრუნველყოფა.

· ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან კომპანიის დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.

· საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასა და პრობლემების ანალიზთან დაკავშირებული ყოველდღიური რეპორტინგის უზრუნველყოფა. ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა და მისი ხარისხის გაუმჯობესება — ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან და შესაბამის უფლებამოსილ პირებთან კომუნიკაცია , შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით. მათთან შეხვედრის, ვიზიტის დაგეგმვა და ორგანიზება.

· მსესხებლის მართვის პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით);

სასურველი სამუშაო გამოცდილება:

საბანკო ან იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები და ცოდნა:

· ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

· Microsoft Word და Excel პროგრამების კარგად ცოდნა;

· პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას;

· მოწესრიგებულობა, თავაზიანობა და შრომისმოყვარეობა.

შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25 დეკემბერი, 2026.

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media