Bank of Georgia

ინფრასტრუქტურის მართვის ჯგუფის უფროსი

Bank of Georgia  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  2 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს ,,საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ინფრასტრუქტურის მართვის სტანდარტებისა და პროცედურების შექმნა, მეთოდოლოგიის განვითარება და სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • შიდა ჯგუფებისა და გარე კონტრაქტორების მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკის, HVAC-ისა და ენერგეტიკის მიმართულებების მენეჯერების კოორდინაცია;
  • ინფრასტრუქტურული ინციდენტების (სამშენებლო-სარემონტო, ელექტროობა, HVAC, ქსელი) მონიტორინგი, დელეგირება და SLA-ის შესაბამისად შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • ინციდენტების მონაცემთა ანალიზი და სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • ინფრასტრუქტურული მონიტორინგის სისტემის შემუშავება და დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირება.

ადმინისტრაციული ფუნქციები

  • პრევენციული/გეგმიური სამუშაოების დოკუმენტაციის მომზადება და შესრულების კონტროლი; HVAC მომსახურების სტანდარტებისა და სამუშაოს აღწერის მომზადება;
  • არასტანდარტულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მუშაობა და მათი ბოლომდე მიყვანა შიდა და გარე ჯგუფების ჩართვით;
  • მომსახურების ხელშეკრულებების პირობების ანალიზი, კონტრაქტორებთან კომუნიკაცია და SLA/KPI-ის კონტროლი;
  • კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმება/დადასტურება ანგარიშსწორებისთვის;
  • ტექნიკის, HVAC-ისა და ენერგეტიკის მიმართულებების ბიუჯეტირებაში ჩართულობა, ბიუჯეტით გათვალისწინებული და გაუმჯობესების პროექტების იდენტიფიცირება და კონტროლი;
  • Upkeep სისტემის, ობიექტების მონაცემთა ბაზისა და კომუნალური აღრიცხვის მართვა და განახლება;
  • ყოველთვიური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება ეფექტურობის მაჩვენებლების მიზნებთან და ბიუჯეტთან მიმართებაში; ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება, გუნდის მხარდაჭერა და შვებულების პერიოდში სამუშაო პროცესის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები

განათლება:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ან ტექნიკურ მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

  • ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ობიექტების ექსპლუატაციის ან მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება [3–5] წელი;
  • გუნდის ან კონტრაქტორების მართვის გამოცდილება;
  • HVAC, ენერგეტიკისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
  • SLA/KPI-ის კონტროლისა და ბიუჯეტირების გამოცდილება.

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • მაგისტრის ხარისხი სამშენებლო ან ტექნიკურ მიმართულებით;
  • ბანკში ან მსგავსი მასშტაბის ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
  • Upkeep-ის ან სხვა CMMS სისტემის გამოყენების გამოცდილება;
  • HVAC სისტემების (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) პრაქტიკული ან თეორიული ცოდნა;
  • ტექნიკურ ნახაზებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ხელშეკრულებების პირობებისა და ანგარიშსწორების დოკუმენტაციის გაანალიზებისა და გადამოწმების უნარი;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
  • მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების უნარი; საოფისე პროგრამების (Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა;
  • გუნდის მართვის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრიორიტეტების განაწილების უნარი სტრესულ გარემოში;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 9 დეკემბერი, 2026.

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media