ექთანი საქართველოდან. დასაქმება გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში

€3k - €4k/mo  •  Niederdorla, DE (Onsite)  •  30 minutes ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

ექთანი საქართველოდან. დასაქმება გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში

დასაქმება გერმანიაში – სრულიად უფასოდ შენთვის

შენ ცხოვრობ საქართველოში

გსურს მუშაობა გერმანიაში

ჩვენ დაგეხმარებით, რომ იპოვო სტაბილური და უსაფრთხო სამუშაო ექთნად გერმანიაში – პროფესიონალური თანადგომით და სრულიად უფასოდ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ჩვენ არ ვართ კლინიკა და არც დამსაქმებელი.

ჩვენ ვართ გამოცდილი შუალედური დასაქმების სააგენტო, რომელიც ეხმარება ექთნებს, იპოვონ სანდო დამსაქმებლები გერმანიაში – ლეგალურად, უსაფრთხოდ და სრულიად უფასოდ.

როგორია ანაზრაურება გერმანიაში?

აღიარებული განათლების მქონე ექთნები გერმანიაში იღებენ შემდეგ ანაზღაურებას, დამოკიდებულია რეგიონსა და გამოცდილებაზე:

  • საწყისი ხელფასი: დაახლოებით 2.800 – 3.300 ევრო დარიცხული თვეში
  • საშუალო ხელფასი: დაახლოებით 3.300 – 4.000 ევრო დარიცხული თვეში
  • გამოცდილების ან სპეციალიზაციით: 4.000 ევრო და მეტი დარიცხული თვეში

ბევრ დაწესებულებაში ხდება დამატებითი ანაზღაურების გადახდა ღამის, შაბათ-კვირისა და დღესასწაულების ცვლებზე.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3-წლიანი სახელმწიფო დონეზე აღიარებული საექთნო ან ხანდაზმულთა მომვლელის პროფესიული განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ექთნად კლინიკაში ან სხვა დაწესებულებაში
  • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე

(თუ ჯერ არ გაქვს B1, მაინც შეგიძლია მოგვწერო – ჩვენ ინდივიდუალურად შევაფასებთ თუ შევძლებთ დაგეხმაროთ ენის კურსის დაფინანსებაშიც)

ჩვენი სრული მომსახურება შენთვის 100% უფასოა.

როგორ მიმდინარეობს განაცხადის პროცესი:

  1. რეგისტრირდები ონლაინ და ამატებ შენს CV-ს
  2. ჩვენ ვამოწმებთ დოკუმენტებს და ვატარებთ შენთან პირად გასაუბრებას
  3. თუ შენი პროფილი შეესაბამება კრიტერიუმებს, გთავაზობთ გასაუბრებას გერმანელ დამსაქმებლებთან
  4. გეხმარებით გასაუბრებისთვის მომზადებაში
  5. გიწევთ დახმარებას ვიზის, გამგზავრების, საცხოვრებლის მოძიებისა და სამსახურში პირველი ნაბიჯებისთვის

რას მიიღებ ჩვენგან – სრულიად უფასოდ:

  • საკონტაქტო პირი, რომელიც პროცესის ყველა ეტაპზე შენს გვერდით იქნება
  • გერმანიის სხვადასხვა რეგიონში სანდო დამსაქმებელთა ქსელთზე წვდომა
  • გავითვალისწინებთ შენს სურვილებს, სად გინდა იცხოვრო და იმუშაო
  • დახმარება ყველა ორგანიზაციულ საკითხში: ვიზა, გამგზავრება, საცხოვრებელი, ინტეგრაცია

არანაირი საფასური – არც დახმარებისთვის და არც დასაქმებისთვის.

რატომ MyTalent.io?

ჩვენ არ ვართ დამსაქმებელი, არამედ გამოცდილი დასაქმების სააგენტო, რომელსაც ოფისები საქართველოსა და გერმანიაში აქვს.

უკვე 7 წელზე მეტია, რაც ვთანამშრომლობთ გერმანულენოვან ტალანტებთან საქართველოდან.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პარტნიორ სააგენტოსთან, რათა შენსთვის საუკეთესო შესაძლებლობები შევქმნათ.

ჩვენი მხარდაჭერა შენთვის 100% უფასოა – პირველივე კონტაქტიდან დაწყებული, გერმანიაში ჩასვლამდე.

იცნობ ვინმეს, ვისაც ეს სესაძლებლობა აინტერესებს?

გერმანიაში ამჟამად კვალიფიციური ექთნების დიდი დეფიციტია – ამიტომაც ამ სფეროში დასაქმების შანსი ამ ეტაპზე ძალიან მაღალია.

თუ იცნობ ვინმეს, ვინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუცილებლად გაუზიარე ეს ინფორმაცია.

ბევრმა ჯერაც არ იცის, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს – შენ შეგიძლია მათ მომავალზე მოახდინო გავლენა!

Requirements

​

Company

About Company

Industry
Unknown
Company Size
Unknown
Headquarters
Unknown
Year Founded
Unknown
Website
Unknown
Social Media
Unknown