Bank of Georgia

სერვის ცენტრის მენეჯერის მოადგილე - ყვარელი

Bank of Georgia  •  Georgia (Onsite)  •  5 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის მოადგილის პოზიციზეყვარელში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება;
  • მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
  • ინდივიდუალური, ყოველთვიური გეგმების შესრულება.
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
  • მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
  • საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი– ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.

სამუშაო გამოცდილება:

საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინ. 3-წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • მენეჯმენტი, გაყიდვები;
  • საბანკო პროდუქტები, მომსახურება და პროცედურები;
  • ბიზნეს საქმიანობის ზოგადი პრინციპები;
  • მომსახურების სტანდარტები;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა,სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
  • დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვის უნარი – გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და პერსონალის მოტივაციის უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;
  • გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
  • სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
  • დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  • ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი, 2026.

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media