TBC

რეპორტინგის მენეჯერი - ადამიანური კაპიტალის მონაცემთა დამუშავებისა და ანალიტიკის გუნდი

TBC  •  Georgia (Onsite)  •  3 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისი ბანკის ადამიანური რესურსების ფინანსური და ანალიტიკური რეპორტინგი წარმოადგნეს ერთ-ერთ კრიტიკულ და ახალ მიმართულებას. ეს არის საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხმარება ბანკს ადამიანური კაპიტალის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში. რეპორტინგი მოიცავს ისეთ საკითხების ანალიზს, როგორიცაა ბანკის მასშტაბით თანამშრომლების აყვანა, განვითარება და დაწინაურება, ფიქსირებულ და ცვლად ანაზღაურება, ბენეფიტები, საკომპენსაციო სისტემები და თანამშრომლების მხარდაჭერა, სამოტივაციოა გეგმები, ტალანტების მართვა, ტრენინგები, სწავლება და ა.შ.

  • თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ფინანსური რესურსების სწორი და ეფექტური რეპორტინგი, დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, ინფორმაციის ანალიზი;
  • თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ფინანსური რესურსების დაგეგმვის, რეპორტინგის, ანალიზის და მართვის სისტემების დანერგვა და განვითარება, რაც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან და მოდელებთან იქნება შესაბამისობაში.
  • თანამშრომელთა შესახებ ყველა ტიპის სტატისტიკური თუ ფინანსური რეპორტის და ანალიზის მომზადება;
  • თანამშრომელთა ყველა ტიპის HR მეტრიკების განსაზღვრა, მოდელირება, კალკულაცია და მონიტორიგნი;
  • მუდმივი მხარდაჭერა და უკუკავშირი ბანკის ნებსიმიერი მიმართულების, სხვადასხვა საკითხების რეპორტინგის და ანალიზის კუთხით;
  • ეფექტური აღრიცხვა-ანგარიშგების რეპორტების და სისტემების დანერგვა და განვითარება;
  • აღრიცხვაში არსებული გამოწვევების იდენტიფიკაცია და შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა მათ გადასაჭრელად;
  • რეპორტინგის ოპტიმალური სისტემის შექმნა და მუდმივი განვითარება;
  • მონაცემთა ანალიტიკის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანური კაპიტალის მიმართულების რეპორტებისა და დეშბორდების ავტომატიზაციის, ოპტიმიზაციისა და განვითარების მიზნით;
  • ანალიტიკური შესაძლებლობების მუდმივი განვითარება ადამიანური კაპიტალის ფინანსური მიმართულებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის, მენეჯმენტის დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება.

დამატებითი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ადამიანური კაპიტალის ფინანსური მიმართულების გაანალიზება და მათ მხარდაჭერაზე, განვითარებაზე ზრუნვა ბანკის მასშტაბით;
  • ფინანსური ჯგუფის და სხვა ჯგუფების მხარდაჭერა ანგარიშგებების, რეპორტინგის და ბიუჯეტის მართვის კუთხით.
  • ადამიანური კაპიტალის ფუნქციების, პროცესების, პოლიტიკების, შიდა რეგულაციებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების სიღრმისეული გააზრება და მათი ასახვა რეპორტინგის, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიმღები სისტემების განვითარებაში.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრები Excel-ის მაღალ, პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Excel Macro, SQL ცოდნა;
  • სასურველია საბანკო და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო სფეროში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media