
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კომერციული მარკეტინგის წამყვანი სპეციალისტის როლზე.
სამუშაო ადგილი თბილისი,
**მხარს დაუჭერ Commercial Marketing Lead-ს B2C და B2B მიმართულებების კომერციული მარკეტინგის დღის წესრიგის განხორციელებაში;
**მართავ შენთვის განსაზღვრულ პროდუქტებს, შეთავაზებებს, პარტნიორობებსა და მომხმარებლის მოზიდვის ინიციატივებს - დაგეგმვიდან შესრულებისა და შედეგების შეფასებამდე;
**ითანამშრომლებ Product, Sales, Digital, Loyalty, B2B და სხვა გუნდებთან, რათა სწორად გაიაზრო ბიზნეს მიზნები, შეაგროვო საჭიროებები და დაგეგმო შესაბამისი ინიციატივები;
**კომერციულ მიზნებს გარდაქმნი მარკეტინგულ კონცეფციებად, შეთავაზებებად, საკომუნიკაციო გეგმებად და კამპანიის მოთხოვნებად;
**მართავ კომერციული კამპანიების ყოველდღიურ შესრულებას - ბრიფის მომზადებიდან, წარმოებისა და კოორდინაციიდან კამპანიის გაშვებასა და შემდგომი შედეგების შეფასებამდე;
**ითანამშრომლებ Design, Digital Marketing, PR, Social Media და სხვა შესაბამის გუნდებთან კამპანიების ეფექტურად განხორციელებისთვის;
**მოამზადებ მკაფიო კამპანიის ბრიფებს, სადაც განსაზღვრული იქნება სამიზნე აუდიტორია, მთავარი გზავნილი, არხები, მიზნები, საჭირო მასალები და წარმატების საზომები;
**უზრუნველყოფ, რომ კამპანიის მასალები, კომუნიკაცია და მომხმარებლის journey იყოს თანმიმდევრული, ზუსტი და სწორად იყოს წარმოდგენილი შესაბამის საკომუნიკაციო არხებში;
**მართავ ინიციატივების ვადებს, დამოკიდებულებებსა და დამტკიცების პროცესებს და უზრუნველყოფ შესაბამის follow-up-ს;
**მონიტორინგს გაუწევ კამპანიებისა და ინიციატივების შედეგებს, მოამზადებ ანგარიშებს და გამოიტან საჭირო insights-ს;
**გამოავლენ შესრულების პროცესში არსებულ ხარვეზებსა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რათა გაიზარდოს კამპანიების ეფექტიანობა, მომხმარებლის ჩართულობა და კომერციული შედეგები;
**დაეხმარები Commercial Marketing Lead-ს დაგეგმვის, stakeholder-ებთან კოორდინაციის, პრეზენტაციებისა და სხვა კომერციული მარკეტინგული პრიორიტეტების განხორციელებაში
**მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია კომერციული, პროდუქტის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
**მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება - იდეიდან გაშვებასა და შედეგების შეფასებამდე;
**Go-to-Market პროცესების მართვის გამოცდილება და სხვადასხვა გუნდთან კოორდინაციის უნარი;
**მომხმარებლის, პროდუქტისა და ბიზნეს მიზნების ერთმანეთთან დაკავშირებისა და კომერციული ამოცანების მარკეტინგულ ინიციატივებად გარდაქმნის უნარი;
**კამპანიის ბრიფების, საკომუნიკაციო გეგმებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
**კამპანიების performance-ისა და ძირითადი კომერციული KPI-ების ანალიზის გამოცდილება;
**ძლიერი ორგანიზებისა და პროექტების მართვის უნარი
**ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების უნარი;
**ძლიერი კომუნიკაციისა და stakeholder management-ის უნარები;
**პროაქტიულობა, პასუხისმგებლობის აღების უნარი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
**სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და სხვადასხვა პრიორიტეტის ეფექტურად მართვის უნარი;
**ინგლისური ენის კარგი ცოდნა - წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
B2C და B2B მარკეტინგის გამოცდილება;
ტელეკომის, ტექნოლოგიური, FMCG, FinTech-ის ან სხვა სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება;
ციფრული მარკეტინგისა და performance არხების ცოდნა;
CRM, Loyalty ან customer lifecycle marketing-ის გამოცდილება;
კომერციული პროდუქტების, შეთავაზებებისა და პარტნიორული ინიციატივების მართვის გამოცდილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2026.
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

Cellfie Mobile is a Georgian telecommunications company that is creating a new experience in the local communications market. Thanks to its advanced digital ecosystem, Cellfie Mobile is at the forefront of digital transformation, the essence of which is to be prepared for modern-day challenges, and technological advancements in particular. Customer is at the heart of Cellfie Mobile's digital world, with the company tailoring its offers to the true needs of its customers.