ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის როლზე.
სამუშაო ადგილი თბილისი,
**შექმნი კრეატიულ მასალებს კამპანიების, ციფრული არხების, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის;
**მოამზადებ ვიზუალურ მასალებს ივენთების, სპონსორობების, აქტივაციებისა და პარტნიორობებისთვის;
**შექმნი პრეზენტაციის, ბეჭდურ და ბრენდირებულ მასალებს;
**მოარგებ კრეატიულ მასალებს სხვადასხვა ფორმატს, არხსა და კამპანიის საჭიროებებს;
**უზრუნველყოფ, რომ ყველა ნამუშევარი შეესაბამებოდეს ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპებსა და ხარისხის სტანდარტებს;
**მხარს დაუჭერ მარკეტინგული ინიციატივების განხორციელებას ორგანიზაციის მასშტაბით
**გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
**Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator, InDesign) ან ანალოგიური პროგრამების ცოდნა;
**პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს გამოცდილებას სხვადასხვა ფორმატსა და არხზე მუშაობაში (ციფრული, ბეჭდური, სოციალური მედია);
**ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპებთან მუშაობისა და ვიზუალური თანამიმდევრულობის დაცვის უნარი;
**ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
**დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხზე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
**კარგი კომუნიკაციისა და გუნდურ მუშაობის უნარი მარკეტინგის სხვადასხვა გუნდთან.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
ტელეკომის, ტექნოლოგიური ან სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება;
გამოგვიგზავნე განაცხადი (რეზიუმესთან ერთად აუცილებელია პირადი პორტფოლიოს გაზიარება) და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2026.
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

Cellfie Mobile is a Georgian telecommunications company that is creating a new experience in the local communications market. Thanks to its advanced digital ecosystem, Cellfie Mobile is at the forefront of digital transformation, the essence of which is to be prepared for modern-day challenges, and technological advancements in particular. Customer is at the heart of Cellfie Mobile's digital world, with the company tailoring its offers to the true needs of its customers.