საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციას მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნითა და მათზე მორგებული პროდუქტების დიზაინით ინარჩუნებს.
შეთავაზებების გასაუმჯობესებლად ბანკს მუდმივი განვითარების სტრატეგია აქვს არჩეული, რისთვის მნიშვნელოვანია რესურსები სწორად შერჩეული ინიციატივებისკენ მიმართოს.
სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და ანალიტიკური აზროვნების მქონე გუნდის წევრს ფინანსური მიმართულებით - დანახარჯების ეფექტიანობის მართვისა და პროექტების ფინანსური ანალიზის ჯგუფში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
განათლება: უმაღლესი, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან დაკავშირებული მიმართულებით;
CFA , FMVA, ACCA, - სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო გამოცდილება: ფინანსური ანალიტიკის ან/და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 23 სექტემბერი, 2026.

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.