Bank of Georgia

ბრენდ მენეჯერი

Bank of Georgia  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  4 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდში.

საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.

ბრენდ მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც მომხმარებლის ქცევისა და საჭიროებების ღრმა ანალიზზე დაყრდნობით ავითარებს პროდუქტს, ქმნის ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიებს და მართავს მონაცემებზე დაფუძნებულ კამპანიებს საქართველოს ბანკის დიდ გუნდთან ერთად.

ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს:

  • მომხმარებელთა ქცევის კვლევა და ინსაითების იდენტიფიცირება;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  • ინოვაციური მიდგომების და ახალი შესაძლებლობების მოძიება, მათ შორის AI-ის გამოყენების გზების კვლევა ყოველდღიურ პროცესებში.
  • მარკეტინგის მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მიმართულებისა და პროდუქტების სტრატეგიის შექმნა და აღსრულება
  • ბრენდის სტრატეგიის გათვალისწინება, ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობა და ბაზარზე სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა
  • გავლენის მქონე კამპანიების შემუშავება და ბრენდის კონსისტენტურობის დაცვა ყველა არხში, მათ შორის ციფრულ, პრინტ თუ ფიზიკურ შეხების წერტილებში
  • ქროს-ფუნქციურ გუნდებთან და სტეიკჰოდერებთან კოლაბორაცია მარკეტინგის, ბიზნესის, დამხმარე გუნდების, კვლევების და IT მიმართულებით პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის
  • პროდუქტების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა მონაცემების ანალიზით, ბაზრის კვლევისა და მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით
  • კამპანიისა და პროდუქტის პერფორმანსის მონიტორინგი ანალიზი და დატაზე დაყრდნობილი ოპტიმიზაცია.

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული პროდუქტების ან მარკეტინგის მიმართულებით: მარკეტინგის მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერი, ბრენდ მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მარკეტერი
  • გამოცდილება მონაცემებზე დაფუძნებული კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში;
  • მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და კვლევების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;

ჩვენი აზრით, ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • ძლიერი ანალიტიკური უნარები და მონაცემებთან მუშაობის კომფორტი;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირების უნარი კვლევებსა და მონაცემებზე დაყრდნობით;
  • growth marketing-ის პრინციპების ცოდნა (სასურველია);
  • მონაცემების ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Power BI - სასურველია);
  • ციფრულ არხებში ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვის გამოცდილება;
  • ინიციატივის გამოჩენის და იდეების არგუმენტირების უნარი;
  • ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის და ახალი მიდგომების ტესტირების სურვილი;
  • ინტერესი AI-ის მიმართ და მისი გამოყენების სურვილი სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის;
  • გუნდთან თანამშრომლობის და საერთო შედეგზე ორიენტირების უნარი.

გელოდებით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ანალიტიკურ, შედეგზე ორიენტირებულ და განვითარებაზე ფოკუსირებულ ადამიანებს. მოგვიყევი შენზე!

გამოხმაურებას ველით 2026 წლის, 23 სექტემბერი, წარმატებები!

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media