ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დიჯიტალ სერვისების ოფიცრისპოზიციაზე შემდეგ რეგიონებში მცხეთა, დუშეთი .
ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;
შეხვდე, დაეხმარო და კონსულტაცია გაუწიო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს დისტანციური არხებით ოპერაციების შესრულებაში;
გააცნო და შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები და ამ პროდუქტების დისტანციური არხებით გააქტიურება და გამოყენება;
უზრუნველყო მომხმარებელთა რიგების მართვისა და გადამისამართების პროცესი;
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს ხელზე ასაღებ 700 ლარს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
ანაზღაურებად 2 - კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტულ სერვისცენტრში;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
განვითარების შესაძლებლობას: 6 თვემდე პერიოდში გექნება შესაძლებლობა დაწინაურდე, როგორც ფილიალის სხვა პოზიციებზე - ასევე შენი უნარების შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ბანკის სხვადასხვა მიმართულებით
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.