Bank of Georgia

ბიზნესის შესრულებისა და პროცესების ანალიტიკოსი

Bank of Georgia  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  3 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

სს „საქართველოს ბანკის” პრემიალური საცალო საბანკო მიმართულება (SOLO), აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის შესრულებისა და პროცესების ანალიტიკოსის (Business Performance and Process Analyst) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება, დეშბორდების შექმნა სხვადასხვა რეპორტინგ-პლატფორმების გამოყენებით;

  • User friendly ანალიტიკური ინფრასტრუქტურის აწყობა ჩართული მხარეებისთვის, როგორც Back user-ებისთვის, ისე Front-ის კოლეგებისთვის.

  • არსებული, პერიოდული რეპორტების ანალიზი, ინვენტარიზება, ცდომილებების აღმოჩენა, root cause-ს იდენტიფიცირება, გაუმჯობესების ინიციატივების დასმა;

  • საჭიროებიდან გამომდინარე ახალი რეპორტების ამოცანის დასმა / გატესტვა და შემდეგ მოხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.

  • კლიენტებისა და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება;

  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა, პრობლემების იდენტიფიცირება, სამოქმედო გეგმის დასახვა და შემდგომი მონიტორინგი;

  • SOLO შიდა პროექტების ანალიზი: საჭირო ინფორმაციის აკუმულირება, რიცხვებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

გამოცდილება:

გამოცდილება, მონაცემთა ბაზების დამუშავების, რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით, მინიმუმ 2 წელი.

ვფიქრობთ რომ დაგჭირდება შემდეგი ცოდნა და უნარები:

  • MS Excel;

  • ანალიტიკური / კრიტიკული აზროვნება - საკითხების / რეპორტების დაჩელენჯების უნარი;

  • აკურატულობა რიცხვებისა და დეტალების მიმართ;

  • დამოუკიდებლად პროექტების გაძღოლა;

  • რიცხვებზე / ანალიტიკურ მონაცემებზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდურობა (მზაობა გუნდური პროექტებისთვის);

  • SQL - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • Power BI-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ველით გამოხმაურებას 2026 წლის 25 აგვისტომდე!

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media