TBC

სტაჟიორი - ადამიანური კაპიტალის მართვა, ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილება

TBC  •  Georgia (Onsite)  •  1 hour ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

გუნდის საქმიანობის აღწერა:

თუ გსურს HR-ის სფეროში პირველი ნაბიჯი გადადგა, გამოიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურ საქმიანობაში და გახდე იმ გუნდის წევრი, რომელიც ინოვაციებისადმი მუდმივად ღიაა - ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა . ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საუკეთესო ტალანტების მოძიებას, შერჩევასა და მათ ინტეგრაციას კომპანიაში. აქ დაგხვდება დინამიური გარემო, რეალური პასუხისმგებლობები და განვითარებაზე ორიენტირებული კულტურა.

შენ, როგორც სტაჟიორი:

  • ჩაერთვები თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის პროცესში;
  • აქტიურად გამოიყენებ AI - ზე დაფუძნებულ HR ინსტრუმენტებს შერჩევის პროცესის ეფექტურობისთვის;
  • მხარს დაუჭერ ახალ თანამშრომელთა Onboarding-ის პროცესს და უზრუნველყოფ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას;
  • დაეხმარები HR გუნდს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ საკითხებში.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ხარ ცნობისმოყვარე და პროაქტიული - მუდმივად ეძებ ახალ ცოდნას და არ ელოდები მითითებებს;
  • გამოირჩევი კარგი კომუნიკაციის უნარით;
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
  • გაინტერესებს AI ინსტრუმენტები და გაქვს მათი შესწავლის ძლიერი მოტივაცია;
  • ფლობ ინგლისურ ენას და MS Office-ის პროგრამებს;
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა;
  • HR ან საბანკო მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media