Bank of Georgia

ბექ-ოფისის მოლარე - ბათუმი

Bank of Georgia  •  Batumi, GE (Onsite)  •  1 hour ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე ბათუმში.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

•გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;

•ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

•თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;

•გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:

•წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;

•ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;

•უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;

•ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;

•აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;

მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია:

განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება;

სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:

•კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);

•ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად;

•მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

•გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;

•დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
•გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

•დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;

•მოქნილ სამუშაო განრიგს: დღის ან საღამოს ცვლას;

•განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით.

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა12 აგვისტო, 2026

Bank of Georgia

About Bank of Georgia

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.

1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.

გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.

Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.

Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.

Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).

Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.

Industry
Finance & Insurance
Company Size
1,001-5,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media