TBC

ინფორმაციული უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის მენეჯერი

TBC  •  Georgia (Onsite)  •  3 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი IT ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის მენეჯერს, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდს დაგვეხმარება სხვადასხვა მიმართულებებში.

პოზიცია უფრო მეტად მიესადაგება (თუმცა შეზღუდული არ არის) ისეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან IT სფეროში და სურთ უსაფრთხოების მხრივ გააგრძელონ კარიერა.

ვეძებთ საშუალო გამოცდილების სისტემურ, ქსელურ ადმინისტრატორებს, ან გამოცდილ IT support სპეციალისტებს, რომლებსაც აინტერესებთ უსაფრთხოების საკითხები და ჭირდებათ გარემო, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ ახალი სისტემები, ხელსაწყოები და მიდგომები თუ როგორ ხდება დიდი enterprise IT ინფრასტრუქტურის დაცვა.

ჩვენ ვეძებთ კადრს, რომელსაც გააჩნია დიდი ენთუზიაზმი საქმისადმი, შეუძლია ინიციატივის გამოჩენა პრობლემის გადაწყვეტის დროს.

•საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით SOC ის განვითარება.

•SOC მუშაობის შეფასება მეტრიკების მიხედვით და გაუმჯობესება

•SOC ინციდენტების ესკალაციის პროცესის მენეჯმენტი და ინციდენტების რეპორტების მონიტორინგი

•შესაბამისობის რეპორტების გენერირება და აუდიტთან ურთიერთობა

•CISO -სთან და შესაბამის stakeholder ებთან რეპორტინგი

•კიბერ ინციდენტების მართვა

•SOC დოკუმენტაციის შექმნა და განახლება.

•Use Case ები შექმნის ორგანიზება და მართვა

•Ticketing SOAR სისტემების კონფიგურაცია და განვითარებაზე ზრუნვა

•ინციდენტების კატეგორიზაციის და პრიორიტეტიზაციის მართვა

•ინციდენტების playbook ების შექმნა და მათი მართვა

კვალიფიკაცია

  • კიბერ საფრთხეების, თავდასხმის ტექნიკების და მიტიგაციის ცოდნა.
  • ოპერაციული სისტემების, Linux, Windows მუშაობის პრინციპების ცოდნა (LPIC-1 მსგავსი დონე)
  • უსაფრთხოების ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება ( SIEM, SOAR, EDR, Cloud Security portals, Antivirus, App control, DLP)
  • სკრიპტინგის დამწყებ დონეზე ცოდნა (Python, PowerShell, Bash)
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოპერაციო ცენტრის მუშაობს პრინციპების ცოდნა,

პიროვნული თვისებები და უნარები

  • ენთუზიაზმი სამუშაოს მიმართ
  • გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media