
საქართველოს ბანკის შიდა კონტროლის და ტრანზაქციების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას საბანკო ტრანზაქციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის (Banking Transactions Management Department)-ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
დეპარტამენტის სტრუქტურის, პოლიტიკის და ბიზნეს პროცესების ფორმირება და მუდმივი განახლება ბანკის სტრატეგიისა და ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;
დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და პერსონალის ხარჯების (ხელფასი, ბონუსი, ტრენინგები, ვაკანსიები) კონტროლი;
დეპარტამენტის ანგარიში უშუალო მენეჯერთან, შიდა და გარე მარეგულირებლებთან სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
დეპარტამენტის მიზნების განსაზღვრა ბანკის ბიზნეს ამოცანების საფუძველზე და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
პროცესების ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის ინციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის სისტემის უზრუნველყოფა;
შიდა პოლიტიკების და რეგულაციების შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ეროვნული ბანკის/შიდა რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან მუდმივი კოორდინაცია;
ბაზრის დინამიკის, საკანონმდებლო და საბაზრო სიახლეების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტისთვის.
სამუშაო გამოცდილება:
საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება, სასურველია საბანკო ოპერაციების, ტრანზაქციების მართვის, მომხმარებელთა მომსახურების ან საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;
პროცესების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის პროექტების მართვის გამოცდილება;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
კომპლექსური პროცესებისა და მრავალფუნქციური გუნდების მართვის გამოცდილება;
კომპეტენცია და უნარები:
პროცესების ეფექტიანობის ზრდისა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
ძლიერი მართვისა და ლიდერობის უნარები;
ანალიტიკური, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
გადაწყვეტილების სწრაფად და სწორად მიღების, პრობლემების გადაჭრის, კონფლიქტური სიტუაციების მართვის და კომუნიკაციის მაღალი უნარები;
ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით!

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.