
სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცერი პასუხისმგებელია ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესების განვითარებაზე. შენ ჩაერთვები როგორც არსებული, ისე ახალი პროექტების უსაფრთხოების შეფასებაში და იმუშავებ სხვადასხვა გუნდთან და მესამე მხარეებთან ერთად, რათა დაცული იყოს ორგანიზაციის კრიტიკული ინფორმაციული აქტივები.
რას გააკეთებ ამ როლში:
ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაციასა და შეფასებას;
ბიზნეს პროცესებისა და IT სისტემების ანალიზს უსაფრთხოების ჭრილში;
ახალი და მიმდინარე პროექტების უსაფრთხოების შეფასებას;
მესამე მხარეებთან დაკავშირებული რისკების მართვასა და კომუნიკაციას;
რისკების მიტიგაციის გეგმებისა და უსაფრთხოების კონტროლების შემუშავებას;
უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ინიციატივებში მონაწილეობას;
მენეჯმენტისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებზე რეპორტების მომზადებას;
რისკების მართვის პროგრამის ეფექტურობის გაზომვას KPI-ებისა და მეტრიკების მეშვეობით.
რას ველით შენგან:
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რისკების მართვის მიმართულებით;
განათლება ინფორმაციულ უსაფრთხოებაში, IT-ში ან კომპიუტერულ მეცნიერებაში;
ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პრაქტიკული ცოდნა;
ISO 27001-ის, NIST CSF-ის ან მსგავსი სტანდარტების ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭება CISM / CRISC სერტიფიკატს;
რეგულაციებისა და შესაბამისობის მოთხოვნების (GDPR და სხვ.) ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
თუ გსურს რეალური გავლენა მოახდინო ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოებაზე და იმუშაო მაღალი სტანდარტების მქონე გუნდში - შემოგვიერთდი!
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით!

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.