
სს "საქართველოს ბანკის" მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების ანალიზის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების ანალიზის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, სამსახურის სტრუქტურის და ბიზნეს პროცესების ფორმირება/ცვლილება დეპარტამენტის საერთო ბიზნეს ამოცანების შესაბამისად;
დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, წლიური ბიუჯეტის ფორმირებასა და შესრულების კონტროლში მონაწილეობა; პერსონალის ხარჯების დაგეგმვა: ხელფასი, ბონუსი, ვაკანსიები, განვითარება/ტრენინგები;
ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან და შიდა მარეგულირებლებთან, კომპანიის შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით;
დაქვემდებარებული პერსონალის პროცესების მართვა (შერჩევა, როტაცია, ბენეფიტები, გათავისუფლება და სხვ.);
თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, შესრულების შეფასება და საჭირო ტრენინგების განსაზღვრა;
დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ბიზნეს ამოცანების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
რისკების მენეჯერების მიერ საკრედიტო განაცხადების დროული დამუშავების კონტროლი;
მესამე დონის კომიტეტში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება;
მსესხებელთა მონიტორინგის პროცესის წარმართვა/კონტროლი;
პორტფელში არსებული ვადაგადაცილებების კონტროლი, მიზეზების გარკვევა და გამოსავლის მოძებნა;
საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა/გაუმჯობესება;
საკრედიტო პორტფელზე ადეკვატური რეზერვის განსაზღვრა;
დაქვემდებარებული პერსონალისთვის ამოცანების დასახვა და მათი შესრულების კონტროლი;
სარეიტინგო სისტემის საშუალებით მსესხებლებზე რეიტინგის გამოყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:უმაღლესი - ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესი, ფიზიკა, მათემატიკა, ბუღალტერია ან აუდიტი;
სამუშაო გამოცდილება:მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შემდეგი მიმართულებებიდან ერთ-ერთში: ბიზნეს დაკრედიტების საკრედიტო რისკების მართვა, აუდიტი, კორპორატიული საბანკო მომსახურება;
სასურველი ცოდნა/უნარები:
ფინანსური უწყისებისა და კოეფიციენტების ანალიზი;
ფინანსური და ბიზნეს ანალიზი;
ფინანსური აღრიცხვა, ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;
დაბეგვრის საბაზისო ცოდნა;
საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ბაზის ცოდნა (აქტივების კლასიფიკაცია, კაპიტალის ადეკვატურობა, კრედიტების კონცენტრაცია და სხვ.);
საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
მართვა და ლიდერობა;
პროექტების მართვა;
კომპიუტერული პროგრამები:
MS Excel, MS Word, MS PowerPoint, MS Outlook;
სპეციფიური პროგრამები: Va-Bank, Crif, Moody's.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი".რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26 ივნისი, 2026 წელი.

საქართველოს ბანკი წარმოადგენს Lion Finance Group-ში შემავალ კომპანიას - ჯგუფს, რომელიც FTSE 100 ინდექსში, ლონდონის 100 წამყვანი საჯარო კომპანიის ჩამონათვალშია.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან.
1994 წლიდან ვავითარებთ ინოვაციურ პროდუქტებს და ვქმნით შესაძლებლობებს განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვატარებთ საქართველოში ყველაზე სანდო ბანკისა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსს - Global Finance 2024/2025.
გლობალური სტანდარტები და აღიარება აძლიერებს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისა და ქვეყნისთვის.
Bank of Georgia is a member of Lion Finance Group, a constituent of the FTSE 100, which comprises the 100 leading publicly listed companies on the London Stock Exchange.
Our goal is to facilitate the realization of the potential of those who contribute to building a better Georgia. We create opportunities in education, employment, and business, guided by our belief that possibilities are boundless.
Since 1994, we have been developing innovative products. We proudly hold the titles of the most trusted bank in Georgia and the world’s best digital bank, as recognized by Global Finance (2024/2025).
Global standards and international recognition strengthen our responsibility to create even more opportunities for our customers and for the country.