ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მონაცემთამეცნიერისროლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი
თუ გიყვარს რთული ამოცანების ამოხსნა, პროგნოზირებადი მოდელების შექმნა, მონაცემებში დამალული კანონზომიერებების პოვნა და გსურს გავლენა მოახდინო პროდუქტების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაციაზე, ეს პოზიცია შენთვისაა.
ამ როლში შენ:
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
დამატებითი უპირატესობა იქნება:
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2026
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
• პასუხისმგებლობას (Ownership)
• საქმის ხახრისხიან შესრულებას
• პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
• დასახო ამბიციური მიზნები
• თამამად გამოხატო შენი აზრი
• ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
• ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
• ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
• პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
• სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
• კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
• გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

Cellfie Mobile is a Georgian telecommunications company that is creating a new experience in the local communications market. Thanks to its advanced digital ecosystem, Cellfie Mobile is at the forefront of digital transformation, the essence of which is to be prepared for modern-day challenges, and technological advancements in particular. Customer is at the heart of Cellfie Mobile's digital world, with the company tailoring its offers to the true needs of its customers.