TBC

სერვის ექსპერტი - საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა

TBC  •  Georgia (Onsite)  •  15 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში ვეძებთ - სერვის ექსპერტს !

პოზიციის მთავარი მიზანია სადებეტო ბარათების მიმართულებით ახალი პროდუქტული შესაძლებლობების აღმოჩენა, მომხმარებლის საჭიროებების, ქცევის, ფინანსური ეფექტისა და მონაცემების ანალიზზე დაფუძნებით პროდუქტისა და მომხმარებელთა ქცევის განვითარება.

პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, სადაც საჭიროა ერთდროულად ძლიერი ფინანსური ლოგიკა, ანალიტიკური აზროვნება და პროდუქტული ხედვა.

ძირითადიმოვალეობებიდაპასუხისმგებლობები

პროდუქტის განვითარება (Product Development)

  • სადებეტო ბარათების მიმართულებით ახალი პროდუქტული შესაძლებლობების, ფუნქციონალებისა და value proposition-ების იდენტიფიცირება
  • მომხმარებლის საჭიროებების, ქცევისა და ბიზნეს მიზნების საფუძველზე პროდუქტული ინიციატივების შემუშავება
  • პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მხარდაჭერა: იდეიდან დანერგვამდე
  • არსებული customer journey-ების, პროდუქტებისა და პროცესების შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა
  • პროდუქტული ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, ტესტირება და შედეგების მიხედვით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა
  • product backlog-ისა და განვითარების პრიორიტეტების ფორმირებაში აქტიური მონაწილეობა

ფინანსურიდამონაცემთაანალიზი

  • პროდუქტული ინიციატივების ფინანსური ეფექტის შეფასება და business case-ების მომზადება
  • მომხმარებლის ქცევის, გამოყენების სცენარების, სეგმენტებისა და ძირითადი ბიზნეს მეტრიკების ანალიზი
  • მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის განვითარებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად
  • ინიციატივების შედეგების მონიტორინგი, ეფექტიანობის შეფასება და ოპტიმიზაცია
  • ანალიტიკური ჩარჩოებისა და მეტრიკების გამოყენება ზრდის შესაძლებლობების გამოსავლენად

თანამშრომლობადაჩართულობა

  • ანალიტიკის, ფინანსების, მარკეტინგის, რისკების, ოპერაციების და ტექნოლოგიურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა
  • შიდა სტეიკჰოლდერებისთვის ანალიტიკური მასალების, ბიზნეს დასკვნებისა და პრეზენტაციების მომზადება
  • ბიზნეს, მომხმარებლის და ტექნოლოგიური საჭიროებების დაბალანსებით ეფექტური გადაწყვეტების ინიციირება
  • პროდუქტული გადაწყვეტილებების გატანა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფთან შეთანხმებით

კვალიფიკაცია

სამუშაოგამოცდილება

  • მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება ბანკში, ფინანსურ სექტორში ან პროდუქტის განვითარების მიმართულებით
  • გამოცდილება პროდუქტის განვითარების, ფინანსების, მომხმარებლის გამოცდილების ( customer journey management ) და ბიზნეს ანალიზის მიმართლებით.
  • სასურველია გამოცდილება ბარათების, საცალო ბანკინგის ან ციფრული პროდუქტების მიმართულებით
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული გამოცდილება

პროფესიულიცოდნადაუნარები

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია SQL, Power BI, Tableau ან სხვა BI ინსტრუმენტები
  • ძლიერი მონაცემთა ანალიზის, ინტერპრეტაციისა და ინიციატივების ფორმირების უნარი
  • ძლიერი ფინანსური ანალიზისა და ბიზნეს-ლოგიკის უნარი
  • პროდუქტის განვითარების პროცესის კარგი ცოდნა და პროდუქტული აზროვნება
  • მომხმარებელთა გამოცდილების, სეგმენტაციისა და ზრდის მექანიზმების გაგება
  • ანალიტიკური დასკვნების მკაფიო ბიზნეს რეკომენდაციებად გარდაქმნის უნარი
  • ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციის და stakeholder management-ის უნარები

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media