TBC

სერვის ექსპერტი - საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა

TBC  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  22 hours ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში -მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის , საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგში, კლიენტებისთვის ღირებულებების შექმნის გუნდშ - ვეძებთ - სერვისექსპერტს

შენ მოხვდები გუნდში, რომლის მიზანია თიბისის სადებეტო ბარათების გაყიდვების გაზრდა. გააზიარებს ანალიტიკურ ინფორმაციას, გაანალიზებს და დაამუშავებს ახალ შემოსული ამოცანებს, მჭირდო კომუნიკაცია ექნება მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა გუნდებთან/დეპარტამენტებთან/ფილიალებთან/ქოლ-ცენტრთან/გარე გაყიდვების თანამშრომლებთან და ჩართული იქნება საბარათე პროდუქტის განვითარებაში, ახალი საბარათე პროდუქტების გაყიდვების გეგმების განსაზღვრა და კონტროლი არხების მიხედვით.

იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით და შეიტან უზარმაზარ წვლილს სხვადასხვა ტიპის კამპანიების დაგეგმვა/აღსრულება/კონტროლი/შედეგების მონიტორინგი მომხმარებლების მოზიდვის/აქტივაციის/შენარჩუნების მიზნით

რასგააკეთებ

  • გუნდში შემავალ ყველა პროცესში ჩართულობა,
  • მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური შეთავაზებების დანერგვა/განვითარებაში.
  • მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა გუნდებთან/დეპარტამენტებთან/ფილიალებთან/ქოლ-ცენტრთან/გარე გაყიდვების თანამშრომლებთან
  • ჩართულობა საბარათე პროდუქტების განვითარებაში
  • ახალი საბარათე პროდუქტების გაყიდვების გეგმების განსაზღვრა და კონტროლი არხების მიხედვით
  • სხვადასხვა ტიპის კამპანიების დაგეგმვა/აღსრულება/კონტროლი/შედეგების მონიტორინგი მომხმარებლების მოზიდვის/აქტივაციის/შენარჩუნების მიზნით
  • E2E ბარათების შეთავაზებების, კამპანიების და გაყიდვების მართვა (ტექნიკური და B2B ხელშეკრულებები დაფარულია ლოიალობის გუნდის მიერ)
  • ბარათების გაყიდვასთან და კამპანიებთან დაკავშირებული საკითხების ქსელთან კომუნიკაცია
  • მომხმარებლების მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზება, გარე გაყიდვების კამპანიების დაგეგმვა და ზრუნვა დასახული მიზნების მიღწევაზე
  • მომხმარებლების საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისად ყველა მიმართულების კონტროლი არ დაიკარგოს მომხმარებლის ხმა
  • ანალიტიკურ პროექტებში ჩართულობა

ვისვეძებთ

• თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

• გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;

• მუდმივად ხარ ჩართული ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების პირობების/განვითარების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის;

• გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

• გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

• არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

• შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

კვალიფიკაცია

  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საბარათე პროდუქტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • პროდუქტის დანერგვის მიმართულებით გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა);
  • კამპანიების დაგეგმვის /მართვის გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა);
  • ბაზის დამუშავების უნარი/შესაძლებლობა (basic);
  • ფინანსური ანალიზი (basic);
  • ანალიტიკური აზროვნება და უნარები;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • კარგი ორგანიზებულობა და მართვის უნარი;
  • ბიზნეს შედეგების მიღწევის მოტივაცია;
  • ეფექტური პრეზენტაცირების უნარი;
  • იურიდიული საკითხების მართვა(basic).
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა .

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media