TBC

ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება

TBC  •  Georgia (Onsite)  •  4 days ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიეტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალის ბაზრების სერვისებს. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას ვუზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

გაყიდვების და ტრეიდინგის ანალიტიკოსი პასუხისმგებელია კლიენტებთან ურთიერთობების მართვაზე, საბროკერო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ კონსულტაციების გაწევაზე და კლიენტსა და კომპანიას შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. ძირითადი მოვალეობები მოიცავს კლიენტის პორტფელის მართვაში მონაწილეობას, ანგარიშის გახსნის პროცესების ზედამხედველობას და რეგულაციების დაცვას. ანალიტიკოსი ასევე მონაწილეობს ობლიგაციების გამოშვებების პროცესში. ასევე ხელს უწყობს საბროკერო პროდუქტების განვითარებასა და პროცესების გაუმჯობესებას.

სამუშაოს აღწერილობა

  • კლიენტებთან კომუნიკაცია, არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბროკერო პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • ახალი კლიენტების კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა.
  • კლიენტზე ორიენტირებული პორტფელების შექმნა, მართვა და მონიტორინგი; პორტფელთან დაკავშირებული ინფორმაციის კლიენტებთან სრულყოფილად გაცვლა.
  • ახალი და არსებული კლიენტებისთვის ანგარიშის გახსნის პროცესის ზედამხედველობა; ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • TBC Capital-ის სიახლეების კლიენტებისთვის მიწოდება, როგორიცაა დივიდენდების დარიცხვა, კუპონის გადახდები, ფასიანი ქაღალდების პირობების ცვლილება, საბროკერო რეგულაციების განახლებები და სხვა.
  • კლიენტების სახელით ვაჭრობის ბრძანებების დროულად შესრულება.
  • ბონდების გამოშვებებში მონაწილეობა, პორტფელის წარმოება, კლიენტების დოკუმენტების კოორდინაცია, კუპონის დარიცხვები და ინვესტორებთან კომუნიკაცია.
  • პროდუქტების განვითარება, საბროკერო პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესების იდეების გენერირება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
  • პროცესების გაუმჯობესება, დეპარტამენტის პროცესების გაუმჯობესებისთვის ცვლილებებისა და გაუმჯობესებების რეკომენდაციები და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • პრეზენტაციების და მასალების მომზადება მიმდინარე და პოტენციური ინვესტორებისა და სხვა მხარეებისთვის.
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებისა და სხვა რეგულაციების დაცვა.
  • პროდუქტის იდეის გენერაციიდან რეგისტრაციამდე, გაყიდვამდე და საინვესტიციო სტრატეგიის შესრულებამდე პროცესში მონაწილეობის მიღება.

კვალიფიკაცია

  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება კომერციულ და/ან საინვესტიციო ბანკში, საკონსულტაციო და/ან საინვესტიციო კომპანიაში.
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში, სასურველია CFA-ის სერთიფიკატი.
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონისა და კოლექტიური საინვესტიციო საქმიანობის შესახებ კანონის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
  • ვაჭრობის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
  • ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media