Cellfie Mobile

გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტი (ქ. ახალციხე)

Cellfie Mobile  •  Akhaltsikhe, GE (Onsite)  •  12 days ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.

ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

სამუშაოს აღწერილობა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტის როლზე, ქ. ახალციხეში.

სამუშაო ადგილი: სამცხე - ჯავახეთი, ახალციხე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება

** არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გარე სავაჭრო ქსელში გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა

** ალტერნატიული გაყიდვების არხების მოძიება და ორგანიზება

** გარე სავაჭრო ობიექტების გაფორმება ბრენდთან შესაბამისობაში

** სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების კონსულტანტების სწავლება და მხარდაჭერა

** სავაჭრო ობიექტებზე ნაშთების კონტროლი

** შესაბამისი რეპორტების წარმოება

თუ ეს როლი გაინტერესებს, შენგან ველოდებით:

** უმაღლეს განათლებას ან სტუდენტის სტატუსს

** გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილებას (სასურველია)

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობას - უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

** MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის უნარს

** B კატეგორიის მართვის მოწმობას

** ორგანიზებულობასა და შრომისმოყვარეობას

** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს

** ანგარიშგების მომზადების უნარს

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი, 2026.

დამატებითი ინფორმაცია

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.

ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ვაფასებთ:

• პასუხისმგებლობას (Ownership)

• საქმის ხახრისხიან შესრულებას

• პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია:

• დასახო ამბიციური მიზნები

• თამამად გამოხატო შენი აზრი

• ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი

• ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:

• ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა

• პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"

• სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა

• კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია

• გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

Cellfie Mobile

About Cellfie Mobile

Cellfie Mobile is a Georgian telecommunications company that is creating a new experience in the local communications market. Thanks to its advanced digital ecosystem, Cellfie Mobile is at the forefront of digital transformation, the essence of which is to be prepared for modern-day challenges, and technological advancements in particular. Customer is at the heart of Cellfie Mobile's digital world, with the company tailoring its offers to the true needs of its customers.

Industry
Telecommunications
Company Size
201-500 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
Unknown
Social Media