TBC

უმცროსი ანალიტიკოსი-სექტორული კვლევების მიმართულება

TBC  •  Georgia (Onsite)  •  15 days ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიენტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალის ბაზრების სერვისებს.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიმართულებაში უმცროსი ანალიტიკოსის პოზიცია მოიცავს ფინანსური და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ბაზრის კვლევების ჩატარებაში კვლევის გუნდის მხარდაჭერას, მონაცემების მოგროვებას და მონაცემთა წყაროებთან ურთიერთობას მონაცემების მოგროვებისა და გადამოწმების მიზნით, მონაცემების ანალიზს, კვლევითი ანგარიშების მომზადებისთვის საჭირო მასალების მომზადებას.

სამუშაოს აღწერილობა

  • მონაცემებისშეგროვება ფინანსური, ეკონომიკური და ინდუსტრიის სპეციფიკური მონაცემების მოძიება სანდო წყაროებიდან ანალიზისთვის.
  • ბაზრისანალიზი ბაზრის ტენდენციების, ინდუსტრიული განვითარებებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების მონიტორინგი ინვესტორებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მისაწოდებლად.
  • ფინანსურიმოდელირება ფინანსური მოდელების შექმნა და განახლება, ბაზრის პროგნოზირებისა და ინვესტიციების შეფასების მიზნით.
  • ანგარიშებისმომზადება მონაცემების სტრუქტურირებული და ვიზუალურად მიმზიდველი კვლევითი ანგარიშების მომზადება შიდა და გარე მომხმარებლებისთვის.
  • თანამშრომლობა უფროს ანალიტიკოსებთან და თიბისი კაპიტალის/თიბისი ბანკის სხვა თანამშრომლებთან თანამშრომლობა კვლევითი პროექტების მხარდასაჭერად და დროული, ხარისხიანი შედეგების მისაღწევად.
  • პრეზენტაციებისმხარდაჭერა მასალებისა და პრეზენტაციების მომზადება შიდა სტრატეგიული შეხვედრებისთვის ან კლიენტებთან პრეზენტაციებისთვის.
  • რეგულაციებისდაცვა კვლევითი აქტივობების შესაბამისობა რეგულაციებთან და ორგანიზაციის სტანდარტებთან.
  • განვითარება და სწავლება ეკონომიკურ გარემოზე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე ტენდენციების გაცნობა, ფინანსური ბაზრების,ინვესტიციური პროდუქტების და კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნის გაუმჯობესება სამუშაოს ხარისხის ასამაღლებლად.

კვალიფიკაცია

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესადმინისტრირებაში ან შესაბამის სფეროში.
  • Microsoft Excel-ის, PowerPoint-ის და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა, C1დონეზე
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები.
  • შესანიშნავი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები, როგორც ქართულად, ისე - ინგლისურად.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media