TBC

ხარისხის მართვის კოორდინატორი - ლოგისტიკის განყოფილება

TBC  •  Tbilisi, GE (Onsite)  •  20 days ago
Apply
AI can make mistakes so check important info. Chat history is never stored.

Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის ლისის სათავო ოფისის მხარდაჭერა, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

რას გააკეთებ ?

  • სათაო ოფისის მხარდაჭერა, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საკითხების მოგვარების კუთხით, მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსის გამოყენებით;
  • თანამშრომლების სამუშაო გამოცდილებისა და გარემოს ანალიზი, მათ მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • კონტრაქტორების და შიდა რესურსის ეფექტური მართვა; შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადის კონტროლი, მათი მუშაობის ეფექტურობის ანალიზი, შეფასება, გაუმჯობესება.
  • რისკების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების შეთავაზება ინფრასტრუქტურის მმართველი მენეჯერისთვის;
  • შესაბამისი პროგრამული პლატფორმის ( Jira) მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება, მარაგების მოთხოვნების სიზუსტისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • საპასუხისმგებლო ობიექტისა და მის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ზრუნვა, მათ შორის გარე ფასადის ვიზუალური, ფიზიკური და ტექნიკური მდგომარეობის (სარეკლამო აბრები და სხვა ელემენტები) კონტროლი, ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის, ფიზიკური და ტექნიკური მდგომარეობის, ასევე ობიექტის შიდა და გარე განათების გამართულობის მონიტორინგი/კონტროლი.
  • თანამშრომლებისთვის ძირითადი წესებისა და განახლებების რეგულარული გაცნობა/შეხსენება;
  • ხელმძღვანელისთვის შესაბამისობისა და ინციდენტების ანგარიშის მომზადება.
  • თანამშრომლებისგან ობიექტის პირობებთან დაკავშირებით გამოხმაურების შეჯამება / განხილვა.
  • თანამშრომელთა უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით;
  • გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • თანამშრომელმა მოვალეობები უნდა შეასრულოს ბანკში დადგენილი სტანდარტების, ინსტრუქციებისა და პროცედურების თანახმად;

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს თიბისის სათავო ოფისში;

  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • თიბისის ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი „თიბისელები“ და სხვა;

  • შესაძლებლობას, ჩაერთო სხვადასხვა ტრენინგსა და განვითარების პროგრამაში.

კვალიფიკაცია

  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

  • Horeca სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

უნარები

  • შედეგზე ორიენტირება

  • ცვლილებების მიმართ მოქნილობა და ადაპტირება

  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალური მიდგომა

  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული

  • შიდა კლიენტებზე ფოკუსირება

  • ეფექტური კომუნიკაცია

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC

About TBC

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

We are TBC - the leading financial institution in the region, powered by a courageous and goal-oriented team that creates customer-tailored services, products, and opportunities.

Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.

We’re here to support your growth and success - just believe in yourself.

At TBC, we believe that everything is possible - #JUSTBELIEVE

Industry
Finance & Insurance
Company Size
5,001-10,000 employees
Headquarters
Tbilisi, GE
Year Founded
1992
Social Media